თემქაზე 20 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულის ადვოკატმა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა

თბილისში, თემქაზე 20 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობაში მსჯავრდებული ლადო გრიგალაშვილის ადვოკატმა, ნაირა ოტიაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა.

ადვოკატმა საჩივარი სასამართლოში 14 დეკემბერს შეიტანა.

როგორც ნაირა ოტიაშვილი აცხადებს, აღნიშნულ საქმეზე ბრალდების მხარემ მტკიცებულებების წარმოდგენა ვერ შეძლო. ის გრიგალაშვილის გამართლებას ითხოვს.

შეგახსენებთ, რომ 14 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა ლადო გრიგალაშვილს ანა ნაცვლიშვილის მკვლელობისთვის უვადო პატიმრობა შეუფარდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო