კახა კალაძე - იმ ხელისუფლების და იმ სახელმწიფოს დედა ვატირე, "გრიგოლა" ვაშაძე რომ გადატრიალებას დაუპირებს - იტრიალონ საკუთარ საწოლებში რამდენიც უნდათ

იმ ხელისუფლების და იმ სახელმწიფოს დედა ვატირე, "გრიგოლა" ვაშაძე რომ გადატრიალებას დაუპირებს - თვითონ იტრიალონ საკუთარ ოჯახებში და საკუთარ საწოლებში რამდენიც უნდათ, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, როდესაც გუშინ მომხდარ დაპირისპირებაზე და ოპოზიციის განცხადებებზე კომენტარი გააკეთა.

კალაძის შეფასებით, ოპოზიციის განცხადებები სასაცილოა.

„გაკოტრებული პოლიტიკური პარტია საზოგადოებამ, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ გაისროლა და გაუშვა პოლიტიკურ ნაგავსაყრელზე. მათი, ასე რომ ვთქვათ, დესტრუქციული ქმედებები საზოგადოებისთვის სიახლე არ არის. მთელი არჩევნების განმავლობაში, არჩევნებამდე და ახლაც ვისმენდით იმას, რომ სურვილია ქვეყანაში შემოიტანონ დესტაბილიზაცია, დაპირისპირება. საუბრობდნენ დამხობაზე. ჯერ იმ ხელისუფლების და იმ სახელმწიფოს დედა ვატირე, გრიგოლა ვაშაძე რომ გადატრიალებას დაუპირებს. თვითონ იტრიალონ საკუთარ ოჯახებში და საკუთარ საწოლებში, რამდენიც უნდათ. სახელმწიფოს და სახელმწიფო სტრუქტურებს შეეშვან და თავი გაანებონ, თორემ ყველას მოუწევს პასუხისგება იმ ქმედებებზე, ვინც კანონის წინააღმდეგ წავა“, - განაცხადა კალაძემ.

იხილეთ ვიდეო: "იმ ხელისუფლების დედა *** , გრიგოლ ვაშაძე რომ გადატრიალებას დაუპირებს" - კახა კალაძე

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა