„ევროპული საქართველო“ გიორგი გახარიას პარლამენტში მისვლას მოითხოვს

„ევროპული საქართველო“ შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას პარლამენტში მისვლას მოითხოვს. როგორც ბიუროს სხდომაზე „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგი კაპანაძემ განაცხადა, გახარიამ რამდენჯერმა მოატყუა პარლამენტი საკანონმდებლო ორგანოში მისვლასთან დაკავშირებით, ამიტომ მან მოუწოდა უმრავლესობას უზრუნველყონ შს მინისტრის მისვლა.

„ჩვენ დაბარებული გვყავდა ფრაქციის სხდომაზე, დაგვპირდა მოსვლას მაგრამ არ მოვიდა. წელიწადი მთავრდება და ჯერ კიდევ არ მოსულა. გუშინ ღიად იქნა აბუჩად აგდებული კონსტიტუციური უფლება თავისუფლად გადაადგილების, მათ შორის მინისტრის მიერ და ხელისუფლების მიერ. ახალი რეგლამენტის მიხედვით, მოვითხოვეთ მინისტრის მოსვლა კომიტეტზე და იქნება უზრუნველყოთ, რომ შს მინისტრი მოვიდეს და ყველა კითხვას გასცეს პასუხი“, - განაცხადა კაპანაძემ.

იხილეთ ვიდეო: "ოპოზიციაში ხართ თუ ხელისუფლებაში, ხელწერა არ გეცვლებათ" - კამათი ბიუროს სხდომაზე

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა