გურამ დონაძე - დარწმუნებული ვარ, სამართლიანი სასამართლოს კანონიერი გადაწყვეტილებით ხვალ ვიქნები უდანაშაულოდ ცნობილი

დარწმუნებული ვარ, სამართლიანი, სასამართლოს კანონიერი გადაწყვეტილებით ხვალ ვიქნები უდანაშაულოდ ცნობილი და ვფიქრობ, რომ ჩემი სახით ამ ქვეყანას აღარ ეყოლება განსხვავებული აზრის გამო ციხეში უდანაშაულოდ გამოკეტილი პოლიტპატიმარი, - აღნიშნულის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ყოფილმა უფროსმა, გურამ დონაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ხვალ, ბუტა რობაქიძის მკვლელობასთან დაკავშირებით, შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნების მხრიდან სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საქმეზე მოსამართლე გადაწყვეტილებას გამოაცხადებს.

როგორც დონაძე განმარტავს, მისი უდანაშაულობა 5 წლის წინ დაამტკიცა, როცა სხვა ქვეყნიდან საქართველოში დაბრუნდა და გამოძიებას არ მიემალა.

„ამ შემთხვევაში ვსაუბრობ, როგორც არა ყოფილი ჩინოვნიკი, არამედ როგორც რიგითი ჟურნალისტი, რომელმაც არაერთი წარმატებული პროექტი შევქმენი და სიტყვა „მადლობა პატრულს“ ამ ქვეყნაში ტრენდად ვაქციე. მე ჩემი უდანაშაულობა ჯერ კიდევ მაშინ დავამტკიცე, როდესაც ბრალდადებული საკუთარი ნებით 2013 წელს დავბრუნდი ქვეყანაში და გამოძიებას არსად დავემალე“, - აცხადებს დონაძე.

როგორც ის აცხადებს, ზაზა ბაქრაძეს საპროცესო შეთანხმება მისი მოგონილი ჩვენების სანაცვლოდ გაუფორმეს.

„როგორც მოსალოდნელი იყო პროკურატურა წავიდა ყველაზე „ღირსეულ“ ქმედებაზე და როგორც ვაანონსებდი მათ ე.წ. მთავარ დამნაშავეს ზაზა ბაქრაძეს გაუფორმეს საპროცესო და მისი მოგონილი ჩვენების მოტივი ჩვენს წინააღმდეგ უკვე ცხადზე ცხადია, თუ რატომ მისცა მან ასეთი ჩვენება თითქოს დანაშაული იქნა ჩადენილი მაშინ. მთელი ამ 6 წლის მანძილზე სასამართლოზე დაკითხულ არც ერთ პატრულ-ინსპექტორს არ უთქვამს, რომ მათ რაიმე დადგმაში ან რაიმე დუბლების გადაღებაში ჰქონდათ მონაწილეობა მიღებული.

ასევე, ბრალდების არც ერთ მოწმეს არ უთქვამს სასამართლოსთვის, რომ მათ დაინახეს ვინ და როგორ მიიტანა იარაღი, რაც სრული აბსურდია რომ იქ, ვინმემ რამე მიიტანა საერთოდ.

მათ შორის, თავად პროკურატურასთან გარიგებულ ზაზა ბაქრაძესაც კი არ უთქვამს თავის ე.წ. აღიარებით ნაწილში, რომ იარაღი მან გადმოზიდა ზურაბ მიქაძესთან ერთად, არადა ბაქრაძეს, სწორედ ბრალი ამ ქმედებისთვის ჰქონდა წაყენებული.

აქვე არ არსებობს არც ერთი მოწმე, რომელმაც სასამართლოზე განაცხადა, რომ გურამ დონაძის რაიმე მითითება, ან რაიმე ბრძანება შეასრულა 2004 წლის 24 ნოემბერს შემთხვევის ადგილზე“, - აცხადებს დონაძე.

მისივე განმარტებით, პირები, რომლებიც ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეს იძიებდნენ, დღეს მაღალ თანამდებობებზე არიან.

„ამ საქმის მაშინდელი დროის მთავარი გამომძიებლები, ვინც ეს საქმე 2004 წელს გამოიძიეს და მაშინ სასამართლოში წარადგინეს, დღეს კვლავ ხელისუფლების მაღალჩინოსნები არიან და მაშინდელი დიდუბის საგამოძიებო ნაწილის უფროსი ბატონი გელა ბადრიაშვილი დღეს სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეა.

რობაქიძის საქმის ასევე მაშინდელი გამომძიებელი, ბატონი ბესიკ კოჭლამაზაშვილი დღეს მთავარ პროკურატურაში, საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამმართველოს უფროსია. რობაქიძის საქმის ასევე მაშინდელი ზედამხედველი პროკურორი ბაქარ ბეჟუაშვილი დღეს ქუთაისის რაიონული მთავარი პროკურორია.

კიდევ ერთი მაშინდელი გამომძიებელი შალვა ნიქაბაძე, რომელსაც ჩემზე უმძიმესი მუხლით აქვს ბრალი 2013 წლიდან წაყენებული და რომელმაც რობაქიძის საქმიდან თანამდებობაზე ყოფნისას ნივთმტკიცება პისტოლეტი მოიპარა, მიითვისა და მერე გააჩუქა, დღეს დასაქმებული ყავთ ბოლნისის გამგებლის მოადგილედ და პრემიას პრემიაზე იღებს.

ამ ყველაფერს ემატება ისიც, რომ ვერც ერთმა ექსპერტმა, მათ შორის პროკურატურის ჯიბის ექსპერტმა სამხარაულის ბიუროდან ასმათ მატუშევსაიამაც კი, ვერაფერი დაწერა ჩვენთვის მთავარ მტკიცებულებაზე, სადაც აშკარად და ხილულად ჩანს დაჭრილი ამირან რობაქიძე ჯერ კიდევ ცოცხალია, რომელიც მოძრაობს და ამოსუნთქვებს აკეთებს. აქვე ჩანს სწორედ ის იარაღები, რასაც პროკურატურა დაობს, ჩანს დაკავებულის ხელზე საათი და ამ საათზე ექსპერტიზით დადგენილია დრო 02 საათი და 20 წუთი. ასევე სასწრაფო რობაქიძის გარდაცვალების დროდ საქმეში უთითებს 02 საათსა და 22 წუთს და აქვე ხილული ფაქტია, თუ როგორ გადასცემს გადამღები ჯგუფი 022-ს დაჭრილი მამაკაცისა და შეიარაღებული ჯგუფის დაკავების შესახებ ინფორმაციას“, - აცხადებს დონაძე.

შეგახსენებთ, რომ ბუტა რობაქიძის მკვლელობასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების მხრიდან სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საქმეზე ბრალდებულია 5 პირი: გურამ დონაძე, ზაზა ბაქრაძე, ზურა მიქაძე, ირაკლი ფირცხალავა და დავით იაშვილი.

ზაზა ბაქრაძე ერთადერთია აღნიშნულ საქმეზე ბრალდებულთაგან, რომელიც ჩადენილ დანაშაულს აღიარებს და აცხადებს, რომ ბუტა რობაქიძის მკვლელობის ადგილზე იარაღი მიტანილია და ამაში მასაც აქვს მონაწილეობა მიღებული. ბაქრაძე მიმდინარე წლის 28 თებერვალს ჩვენების მისაცემად დაბრუნდა საქართველოში, რა დროსაც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. 30 მარტს ის 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს.

რამაზ საყვარელიძე - ქართულ პოლიტიკაში უშინაარსობა უნდა დამთავრდეს, თორემ ერთფეროვნებაში, როცა არც პურია და არც სანახაობა, კიდევ უფრო გაიზრდება პოლიტიკური ნიჰილიზმი
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2019
„სოფლად ცხოვრება, როგორც ტურისტული პროდუქტი” - რა იგეგმება ბათუმში 20-21 სექტემბერს?
გერმანიის ფრეზენიუსის ინსტიტუტის ლაბორატორიის  დასკვნით მარნეულის სასურსათო ქარხნის წარმოების ტრადიციულ წითელ ტყემალში სუდანის ჯგუფის საღებავები არ აღმოჩნდა (R)
„ვისოლმა“ თვითმომსახურების პირველი ავტოგასამართი სადგური გახსნა
"ჩიპოლინო" – ევროპული საბავშვო აქსესუარები "ავერსის" ქსელში
დღეიდან, ლიბერთის ბარათით Apple Pay-ს საშუალებით გადახდისას ლიბერთის მომხმარებელი 5%-იან ქეშბექს მიიღებს
"ბაზისბანკის" შვილობილი კომპანია „ბი ეიჩ ელ ლიზინგი’’ მომხმარებელს ბაზარზე საუკეთესო პირობებს სთავაზობს