ანა დოლიძე სერგო მეთოფიშვილს - იუსტიციის საბჭოში ჟირინოვსკის ფუნქცია გაქვთ

ვლადიმერ ჟირინოვსკის ფუნქცია ამ სივრცეში, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გაქვთ თქვენ, - ასე მიმართა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ საბჭოს მოსამართლე წევრს, სერგო მეთოფიშვილს.

შეკამათება დოლიძესა და მეთოფიშვილს შორის ნაზი ჯანეზაშვილის ინიციატივას მოჰყვა, რომლიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევად ღია კონკურსის გამოცხადებას და საკონსულტაციო საბჭოს შექმნას ითვალისწინებს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა უმრავლესობამ არ გაიზიარა ჯანეზაშვილის პოზიცია და საკითხი კენჭისყრაზე დღეს არ დააყენეს. საბოლოო ჯამში, საკითხი ისევ ღიად რჩება და ჯერ კიდევ გაუგებარია, გამოიტანს თუ არა ჯანეზაშვილი ამ ინიციატივას მომდევნო სხდომაზე.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი სერგო მეთოფიშვილი ამ ინიციატივის გადადების მომხრეა, ვინაიდან მიიჩნევს, რომ საკითხს მეტი მომზადება სჭირდება. ანა დოლიძე კი პირიქით, საკითხის გადადებას მხარს არ უჭერდა.

„ასეთი ოდიოზური ფიგურა ქართულ პოლიტიკურ სივრცეშიც კი არ მოიპოვება. ვლადიმერ ჟირინოვსკის ფუნქცია ამ სივრცეში, იუსტიციის საბჭოში გაქვთ თქვენ. საინტერესო არ ხართ",- მიმართა ანა დოლიძემ მეთოფიშვილს.

მეთოფიშვილმა კი განაცხადა, რომ ანა დოლიძემ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში „პოლიტიკის შეყვანა" მოახერხა.

„კრიტერიუმების გარეშე ამ დარბაზში თქვენი შემოყვანა იყო ყოფილი პრეზიდენტის პოლიტიკური გადაწყვეტილება“, - განაცხადა დოლიძის საპასუხოდ მეთოფიშვილმა.

რაც შეეხება კონკრეტულად ნაზი ჯანეზაშვილის ინიციატივას, რომელიც პარლამენტისადმი უზენაესი სასამართლოს მოსამართლე კანდიდატების წარდგენას ეხება, ის რამდენიმე პუნქტიანია. მათ შორის, პროექტი ითვალისწინებს

მოსამართლეთა შესარჩევად ღია კონკურსის გამოცხადებას და საკონსულტაციო საბჭოს შექმნას.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა