ეკა ბესელია „ევროპულ საქართველოს“ - ჩვენ და თქვენ ერთმანეთთან ათასობით კილომეტრი გვაშორებს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის და პარლამენტის წევრის, ნიკა მელიას გუშინდელ ქმედებებს „სამაგალითოს“ უწოდებს თუ როგორ არ უნდა იქცეოდეს დეპუტატი. როგორც ბესელიამ ბიუროს სხდომაზე განაცხადა, ოპოზიციის მიერ განხორციელებულ ქმედებებზე, მათ შორის პარლამენტის წევრებზე, თამარ ხულორდავასა და სოფიო ქაცარავაზე თავდასხმაზე, საჭიროა სწრაფი რეაგირება.

„ათასობით კილომეტრები რომ გვაშორებს ერთმანეთთან, ეს კარგად ვიცით. ვიდრე დაგვიდგენთ წესებს და დაგვიდებთ პირობებს, არც ერთ განცხადებაში არ დაგიგმიათ თქვენი ყოფილი და ამჟამინდელი თანაგუნდელების მხრიდან პარლამენტის წევრებზე თავდასხმა. სხვათაშორის, ეს თავდასხმა არ იყო შემთხვევითი: როგორც ჩანს, ამას წინ უძღოდა ჩვენი კოლეგის პარლამენტიდან მითითება, რომ სწორედ ამ, პარლამენტის მანქანის მიმართ შეიძლებოდა აგრესიის გამოხატვა. მეც ვითხოვ ამ ფაქტის გამოძიებას. ძალიან მნიშვნელოვანი და პრინციპულია ამ ფაქტზე სამართლებრივი რეაგირება.

მოგწონთ რაც გუშინ ნახეთ და აქეთ იშვერთ ხელს, თუმცა ეს არის აშკარად სისხლის სამართლის დანაშაული იმათი მხრიდან, ვინც პოლიციას თავზე ახტებოდა, მანქანებს ატრიალებდა და ა.შ. ეს ყველაფერი არის სისხლის სამართლის დანაშაული და ბატონ გახარიას არ უთქვამს, რომ მხოლოდ ოპოზიცია დაისჯება, მან თქვა სტატუსის მიუხედავად ყველა დაისჯებაო. როგორც იქცეოდა თქვენი კოლეგა, არის მაგალითი როგორ არ უნდა იქცეოდეს დეპუტატი. საჭიროა სწრაფი რეაგირება მომხდარზე. ოპოზიციაში ხართ თუ ხელისუფლებაში, ხელწერა არ გეცვლებათ, ერთნაირად იქცევით“, - მიმართა „ევროპული საქართველოს“ წევრებს ბესელიამ.

სტეპან გრიგორიანი - სომხურმა შენაერთებმა ის სამი სიმაღლე დაიკავეს, რომელსაც ადრე აზერბაიჯანი აკონტროლებდა
რასიმ მუსაბეკოვი - როცა მოლაპარაკებები არანაირ შედეგს  არ იძლევა, ასეთი ვითარება მხოლოდ ომის განახლებით შეიძლება დასრულდეს, ამაში ეჭვი არავის არ უნდა ეპარებოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.07.2020
ზაზა ფირალიშვილი - არ ჩანს დიდი იდეა, არ ჩანან პოლიტიკური აქტორები, რომლებიც თავისი გადამდები ენთუზიაზმით და ენერგიით „აამოძრავებდნენ“ საზოგადოებას
ტერაბანკის ინოვაციური ბოტის საკომუნიკაციო კამპანიამ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ჰიუნდაი ავტო საქართველომ სონატას ახალი მე-8 თაობის მოდელი წარადგინა
სასტუმრო „ბილტმორ თბილისის“ სპა ცენტრი განახლებული შეთავაზებებით ჩვეულ რეჟიმს უბრუნდება