კახეთში გუშინ მომხდარი დაპირისპირება ბიუროს სხდომაზე ცხარე კამათის და დებატების თემა გახდა

გუშინ, პრეზიდენტის ინაუგურაციის დღეს კახეთის რეგიონში მომხდარი დაპირისპირება ცხარე კამათისა და დებატების თემა იყო პარლამენტის ბიუროს სხდომაზე. საპარლამენტო უმრავლესობა ითხოვს სწრაფი რეაგირება მოხდეს ფაქტზე, როცა თელავში მოხდა იმ მანქანაზე თავდასხმა, სადაც პარლამენტის წევრები იმყოფებოდნენ. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების შეფასებით, ადგილი ჰქონდა ძალადობის ფაქტს ქალი დეპუტატების მიმართ, რომელიც შეიძლება მძიმე შედეგით დასრულებულიყო.

ძალადობაში ადანაშაულებს ოპოზიცია მმართველ გუნდს. ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, რომან გოცირიძის შეფასებით, გუშინ ხელისუფლებამ და სამართალდამცავმა ორგანოებმა დაარღვია კონსტიტუცია, როცა მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს თავისუფლად გადაადგილებისა და აქციის გამართვის შესაძლებლობა არ მისცა. რომან გოცირიძემ ბიუროს წევრებს აქციის ერთ-ერთი მონაწილის დასისხლიანებული ფოტო აჩვენა და მომხდარზე სწრაფი გამოძიება მოითხოვა.

ბიუროს სხდომაზე შეკამათება მოხდა ასევე თამარ ჩუგოშვილსა რომან გოცირიძეს შორის.

ჩუგოშვილმა თელავში, პარლამენტის დეპუტატების მანქანაზე თავდასხმის ფაქტი გაიხსენა. მისი თქმით, რომან გოცირიძის კომენტარი, რომ ავტომობილში, რომელშიც პარლამენტის დეპუტატები - თამარ ხულორდავა, ნინო გოგუაძე, სოფიო ქაცარავა და ნინო წილოსანი იმყოფებოდნენ, კაცებიც ისხდნენ, არის სირცხვილი.

„გუშინ ძალიან მძიმე დღე გამოიარეს თამარ ხულორდავამ, ნინო გოგუაძემ, სოფიო ქაცარავამ და ნინო წილოსანმა. ის, რაც ვნახეთ პირდაპირ ეთერში, იყო სისხლის სამართლის დანაშაული. მე აღმოვაჩინე, რომ თქვენ იქ ყოფილხართ და განსაკუთრებით გაკვირვებული ვარ, რომ თქვენ იქ იყავით და ეს ყველაფერი მაინც მოხდა. დაამტვრიეს პარლამენტის კუთვნილი ავტომობილი, თავს დაესხნენ პარლამენტის წევრებს. თქვენი კომენტარი, რომ იქ კაცებიც ისხდნენ, არის სირცხვილი“, - მიმართა ჩუგოშვილმა გოცირიძეს.

თავის მხრივ, გოცირიძემ ჩუგოშვილი ცილისწამებაში დაადანაშაულა.

"ნუ დემაგოგობთ, მე კითხვა დავსვი უბრალოდ. იქ რომ ვიყავი, უკვე მომხდარი ფაქტი იყო. ეს ინციდენტი ვნახე მაშინ, როდესაც დასრულდა. თქვენ ხართ ცილისმწამებლები“, - აღნიშნა გოცირიძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს