კახა კალაძე - არანაირი შეზღუდვა არ ყოფილა, ოპოზიციის სურვილი იყო პოლიციასთან დაპირისპირება, პროვოკაციები, რომ ინაგურაციის დღეს სურათი დაემძიმებინათ

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ გუშინ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას ადგილი არ ჰქონია.

თბილისის მერმა ოპოზიციის წარმომადგენლები პოლიციასთან დაპირისპირებაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ პასუხი უნდა აგოს ყველამ, ვინც ფიზიკურად ძალადობდა და შეურაცხყოფას აყენებდა პოლიციელს, პოლიციის მუნდირს.

„დღეს რთულია ისაუბრო შეზღუდვაზე საქართველოში, როდესაც 2012 წლის შემდეგ განსხვავებული მიდგომებია ამ მიმართულებით. დღეს საქართველოში არ იდევნებიან განსხვავებული აზრის გამო, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების ადამიანები. არც გუშინ არ ყოფილა არანაირი შეზღუდვა, უბრალოდ, მათ სურვილი ჰქონდათ შესულიყვნენ დაპირისპირებაში პოლიციასთან, მოეწყოთ პროვოკაციები, რომ დაემძიმებინათ ინაგურაციის დღეს სურათი. თუმცა, მინდა კიდევ ერთხელ ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო თითოეულ პოლიციელს, იმ საქმიანობისთვის, იმ საქციელისთვის, რაც მათ გამოაჩინეს და აჩვენეს სრულიად საქართველოს და არა მხოლოდ სრულიად საქართველოს. მაგრამ ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს იმას, რომ ის კონკრეტული ადამიანები, ვინც ფიზიკურად ძალადობდნენ, შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციელებს და პოლიციის მუნდირს, რომ პასუხი არ უნდა აგონ. აუცილებლად, უნდა იყოს გამოვლენილი ყველა ის ადამიანი და პასუხი აგონ კანონის წინაშე“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა