კახა კალაძის განცხადებით, მომავალი წლის თბილისის ბიუჯეტის პროექტს საკრებულოში დასამტკიცებლად  თავად წარადგენს

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მომავალი წლის დედაქალაქის ბიუჯეტის პროექტს საკრებულოში დასამტკიცებლად თავად წარადგენს. ამის შესახებ კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„პატივს ვცემ საკრებულოს და თითოეულ მის წევრს. მზად ვარ წარვადგინო ბიუჯეტი და ჩავაბარო ანგარიში ერთი წლის განმავლობაში თუ რა გააკეთა თბილისის მერიამ და რა გეგმები აქვს სამომავლოდ“, – განაცხადა მერმა.

ამასთან, კალაძემ არ დააკონკრეტა, თუ როდის წარადგენს თბილისის საკრებულოში ბიუჯეტის პროექტს.

მისივე თქმით, 921 მლნ ლარის მოცულობის ბიუჯეტი წლის განმავლობაში სახელმწიფო ტრანსფერების ხარჯზე ერთ მილიარდს გადააჭარბებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა