„National Geographic Traveler“ - აჭარა უფრო მეტია, ვიდრე ზღვა

„National Geographic Traveler“ ბათუმის შესახებ მორიგ სტატიას აქვეყნებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტიდან აცნობეს, „ფიქრები საქართველოზე“ - ასე ჰქვია სტატიას, სადაც საუბარია აჭარაზე, როგორც ოთხივე სეზონზე მიმზიდველ ტურისტულ ადგილზე.

„წარმოიდგინეთ ლურჯ ზღვასთან, თეთრი იალქნების ფონზე სიმწვანეში ჩაფლული სახლები, ამას დაუმატეთ ლას ვეგასი, თანამედროვე სასტუმროებით, კაზინოებით, კაფეებითა და გადატვირთული პრომინადით... და ბოლოს გადაინაცვლეთ უძველეს, ისტორიულ ადგილებში. აჭარას გააჩნია ეს ყოველივე და უფრო მეტიც“, - ამ სიტყვებით იწყება სტატია, რომელიც პოლონურ გამოცემაში გამოქვეყნდა. მასალაში აჭარა წლის ოთხივე სეზონზეა განხილული თავისი საზღვაო კურორტით, ვენახებით, კულტურული მემკვიდრეობითა და ტურისტული ინფრასტრუქტურით“, - აცხადებენ დეპარტამენტში.

მათივე თქმით, “National Geographic Traveler“ -მა 2018 წლის განმავლობაში აჭარას ჯამში სამი საინტერესო სტატია მიუძღვნა. რეგიონის ტურისტული პოტენციალი წელს ასევე, წარმოდგენილი იყო გამოცემის საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელსაც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენლების გარდა საერთაშორისო ტურისტული კომპანიების, ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა