ჩიქოვანის ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა საბურთალოს რაიონში, სიმონ ჩიქოვანის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა.

დასრულებულ პროექტს დღეს დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო.

„ჩიქოვანის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. პროექტის ფარგლებში, მთლიანად შეიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები და LED განათების ქსელი მოეწყო, რომელიც ელექტროენერგიას 60-70%-ით ზოგავს. პროექტის განხორციელება რთული იყო იმ თვალსაზრისით, რომ მუშაობა ღამის საათებშიც გვიწევდა. ეს მჭიდროდ დასახლებული ქუჩაა და სამუშაოების წარმოება ასევე, სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა ხმაურის მხრივ. ადგილობრივ მოსახლეობას მინდა მადლობა გადავუხადო იმისთვის, რომ საშუალება მოგვცა, 24-საათიან რეჟიმში გვემუშავა. აღნიშნულ ტერიტორიაზე უკვე მოწყობილია საპარკინგე ადგილები, ტროტუარი და რაც ამ კონკრეტულ ქუჩაზე იყო შესაძლებელი, ყველაფერი მაქსიმალურად არის გაკეთებული“, - განაცხადა კახა კალაძემ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, პროექტის ფარგლებში, გზის სავალ ნაწილზე ასფალტობეტონის საფარი დაიგო, მოეწყო ახალი სანიაღვრე სისტემა და ტროტუარი, რომელიც აქამდე ქუჩაზე არ არსებობდა. გარდა ამისა, მოეწყო ორი საყრდენი კედელი და შეიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციების დაზიანებული მონაკვეთები.

მათივე ინფორმაციით, ტროტუარებზე მოეწყო შშმ პირთათვის ადაპტირებული გადასასვლელები, შეიცვალა გარე განათების ბოძები და დამონტაჟდა ახალი სანათები. სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, ასევე, მოწესრიგდა საპარკინგე სივრცეები.

დედაქალაქის ბიუჯეტიდან ჩიქოვანის ქუჩის რეაბილიტაციაზე 2 077 777 ლარი დაიხარჯა. სამუშაოები კომპანია „ბლექ სი გრუპმა“ აწარმოა.

ჩიქოვანის ქუჩაზე თბილისის მერთან ერთად, საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გალაქტიონ ბუაძე და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ვახტანგ შაქარიშვილი იმყოფებოდნენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა