შინაგან საქმეთა მინისტრი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ჰუბერტ ქნირშს შეხვდა

ვიცე-პრემიერმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩთან საქართველოში, ჰუბერტ ქნირშთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, მინისტრმა ელჩს საქართველოში დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

შეხვედრაზე მხარეებმა, საქართველოსა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული, მჭიდრო და ეფექტიანი საპოლიციო თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს. გიორგი გახარიამ ხაზი გაუსვა გერმანიასთან ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების პროცესში პოლიციის ატაშეების ინსტიტუტის განსაკუთრებულ როლს.

შინაგან საქმეთა მინისტრმა გერმანიის ელჩს სამინისტროს სისტემური განახლების ფარგლებში მიმდინარე რეფორმები გააცნო. მხარეებმა, ასევე, მიმოიხილეს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის ამოქმედების შედეგად არსებული გამოწვევები და მის გადასაჭრელად გადადგმული ნაბიჯები.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს