საქართველოს ცენტრალური ამერიკის ინტეგრაციის სისტემაში (SICA) ექსტრა რეგიონალური დამკვირვებლის სტატუსი მიენიჭა

საქართველოს ცენტრალური ამერიკის ინტეგრაციის სისტემაში (SICA) ექსტრა რეგიონალური დამკვირვებლის სტატუსი მიენიჭა, რაც ცენტრალური ამერიკის მხრიდან საქართველოს მტკიცე მხარდაჭერის კიდევ ერთი დასტურია, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ინფორმაცით, SICA მნიშვნელოვანი რეგიონული გაერთიანება და ცენტრალური ამერიკის ქვეყნების პლატფორმაა, რომელიც პარტნიორი ქვეყნების ჩართულობით, აქტიურად მუშაობს რეგიონში სტაბილურობის, უსაფრთხოების, კარგი მმართველობისა და ეფექტური სახელმწიფო სერვისების მიწოდების კუთხით. იგი უზრუნველყოფს წარმატებული რეფორმების კუთხით გამოცდილების გაზიარებას.

აღსანიშნავია, რომ საქართველო, ბოლო წლების განმავლობაში, ხსენებულ რეგიონულ გაერთიანებასთან მეგობართა ჯგუფის წევრის სტატუსით თანამშრომლობდა. ბოლო ერთი წლის მანძილზე კი საგრძნობლად გააქტიურდა მაღალი დონის კავშირები, რამაც ხელი შეუწყო საქართველოსთვის დამკვირვებლის სტატუსის მინიჭებას.

საგარეო უწყების ცნობით, საქართველოს შესაბამისი უწყებების აქტიური ჩართულობით, უკვე გამოიკვეთა თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები, რომლებიც საფუძვლად დაედება ორგანიზაციასთან საქართველოს თანამშრომლობის სამოქმედო გეგმას. მათ შორის, გამოითქვა მზაობა საქართველოს სამართალდამცავი სტრუქტურების მხრიდან SICA-სთვის გამოცდილების გაზიარების მიმართულებით, ისეთ სფეროებში როგორიცაა ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საუკეთესო პრაქტიკა, ანტიკორუფციული მიმართულებით გატარებული ღონისძიებები, მართლმსაჯულების რეფორმა, ელექტრონული მმართველობა, საჯარო მომსახურების მიწოდება და სხვა.

აღსანიშნავია, რომ საქართველო ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებთან აქტიურად თანამშრომლობს ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების გატარებისა და საქართველოს შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა