ნინო გოგუაძე აშშ-ის კონგრესის მიერ საქართველოს მხარდამჭერი კანონპროექტის მიღებას გამოეხმაურა

ამ აქტის ამოქმედებას უნდა მოყვეს საქართველოს და აშშ-ს მთავრობებს შორის შემდგომი თანამშრომლობა ამ საკითხების ირგვლივ და კონკრეტული, შედეგზე ორიენტირებული მოქმედებების განსაზღვრა და განხორციელება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის პირველმა მოადგილემ, ნინო გოგუაძემ აშშ-ის კონგრესის მიერ საქართველოს მხარდამჭერი კანონპროექტის მიღების კომენტირებისას განაცხადა.

გოგუაძის თქმით, ბოლო პერიოდის მანძილზე, ამერიკის კონგრესი ყოველწლიურად უბრუნდება საქართველოს საკითხს და საკანონმდებლო აქტებით ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას.

მისივე შეფასებით, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ამ პროცესში ის არის, რომ მხარდამჭერ აქტებს კონკრეტული აღსრულების მექანიზმი ამყარებს, რაც აშშ მხარდაჭერას ქმედითს და ეფექტიანს ხდის.

„კონგრესის მიღებული ეს საკანონმდებლო აქტი, არის პირველი შემთხვევა, როცა კონგრესი ცალკე კანონს იღებს საქართველოს შესახებ, რომელიც მოიცავს საქართველოს მხარდაჭერას სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სფეროებში - უსაფრთხოების და თავდაცვისუნარიანობის გაძილერება, რუსული დეზინფორმაციის და პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლაში მხარდაჭერის გაძლიერება, თავისუფალი ვაჭრობის გაფორმების საკითხები. ჩვენ გვახსოვს ამერიკის პრინციპული პოზიცია ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის არაღიარების საკითხებთან დაკავშირებით, როდესაც ამერიკის მთავრობამ ყველა ქვეყანას უარი უთხრა ფინანსურ მხარდაჭერაზე, რომელებიც არ სცნობენ საქართველოს ტერიტიულ მთლიანობას.

ამ კანონითაც ამერიკის კონგრესი მოითხოვს სანქციები დაუწესდეს ყველა პირს, რომელიც აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევებში არიან ბრალდებულები. ახლა ის პროცესია მნიშვნელოვანი, რომელიც ამ აქტის ამოქმედებას უნდა მოყვეს - საქართველოს და აშშ მთავრობებს შორის შემდგომი თანამშრომლობა ამ საკითხების ირგვლივ და კონკრეტული, შედეგზე ორიენტირებული მოქმედებების განსაზღვრა და განხორციელება“, - განაცხადა ნინო გოგუაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა