გიორგი მიქაუტაძე - ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე, რომელიც პარლამენტისადმი უზენაესი სასამართლოს კანდიდატების წარდგენას გულისხმობს, არ შეიძლება 14-მა ადამიანმა 2 საათში იმსჯელოს

ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე, რომელიც პარლამენტისადმი უზენაესი სასამართლოს კანდიდატების წარდგენას გულისხმობს, არ შეიძლება 14-მა ადამიანმა 2 საათში იმსჯელოს. ეს არის პოპულიზმი, - ასე გამოეხმაურა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი მიქაუტაძე ნაზი ჯანეზაშვილის მიერ დღევანდელ სხდომაზე წარდგენილ ინიციატივას.

საუბარია საბჭოს არამოსამართლე წევრ ნაზი ჯანეზაშვილის პროექტზე, რომლიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევად ღია კონკურსის გამოცხადებას და საკონსულტაციო საბჭოს შექმნას ითვალისწინებს. გიორგი მიქაუტაძის თქმით, აღნიშნული პროექტის შესახებ საბჭოს წევრებისთვის გუშინ ღამე გახდა ცნობილი და დღეს დილით მისი ავტორი გადაწყვეტილების მიღებას ითხოვდა. მიქაუტაძის მოსაზრებით, ასეთ მნიშვნელოვან საკითხზე ნაჩქარევი გადაწყვეტილების მიღება არასერიოზულია. მისი თქმით, ნაზი ჯანეზაშვილის მხრიდან პოპულიზმს ჰქონდა ადგილი.

"ეს არის პოპულისტური განცხადება და გათვლილი იმაზე, რომ შემდგომ რაღაც დაჩაგრულის პოზიციიდან წარმოადგინოს თავი საბჭოს ზოგიერთმა წევრმა. მეტი არავითარი მიზანი არ ჰქონდა ამას დღეს", - განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.

მისი განმარტებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭო უზენაესი სასამართლოს მოსამართლე წევრების შერჩევის პროცესს ღიად და გამჭვირვალედ განახორციელებს, თუმცა როდის შეიმუშავებენ ამისათვის შესაბამის პროექტს, ამბობს, რომ კონკრეტულ თარიღს ვერ დაასახელებს.

"ეს არის საკითხი, რომელიც საბჭომ კოლეგიურად უნდა განიხილოს. ამ პროცესში ძალიან ბევრი მოსაზრება იქნება გაცვლილი. მე, პირადად ბევრს ვმუშაობ ამ საკითხზე და ვიცი, რომ მოსამართლე წევრებიც ძალიან ბევრს მუშაობენ. მათ კონკრეტული შეხედულებები აქვთ, რომელსაც ამ პროცესში აუცილებლად წარმოადგენენ. ამ ყველაფრის განხილვა საჯარო სხდომაზე მოხდება. ამის პირობას გაძლევთ. კონკრეტულად წესში რა ჩაიწერება, ამას ვერ და არ გეტყვით, რადგან უბრალოდ ეს ჯერ არავინ იცის და წინასწარ ასეთი პროგნოზების გაკეთება არასერიოზულია, ამას ვინც არ უნდა აკეთებდეს", - განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.

შეგახსენებთ, კონსტიტუციის ახალი რედაქციის მიხედვით, იუსტიციის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია, პარლამენტში წარადგინოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე დასანიშნი კანდიდატურები. ასევე, კონსტიტუციის მიხედვით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილებებში გადადის ფუნქცია, რომელიც უზენასი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის შერჩევას გულისხმობს, რომელსაც ასევე პარლამენტს წარუდგენს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა