გიგი უგულავა - ყველა ოპოზიციურმა პარტიამ საერთო პლატფორმა უნდა შევქმნათ

„ყველა ოპოზიციურმა პარტიამ საერთო პლატფორმა უნდა შევქმნათ, მეორე პლანზე გადავდოთ ის საკითხები, რაც განგვასხვავებს და ვფოკუსირდეთ მთავარზე - ბრძოლა პროპორციული არჩევნებისთვის“, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგი უგულავამ განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციის ყველა წამომადგენელი გრძნობს საზოგადოების დაკვეთას, იყვნენ უფრო აქტიურები, უფრო რადიკალურები და ამავდროულად მოძებნონ ბრძოლის სხვადასხვა, მათ შორის ინოვაციური, კრეატიული, შემოქმედებითი ახალი საშუალებები. გამოიყენონ ყველა ბერკეტი, მათ შორის ქუჩის აქციების გამართვის შესაძლებლობა.

„ჩვენ, ყველა ოპოზიციურმა პარტიამ, საერთო პლატფორმა უნდა შევქმნათ და უნდა გვქონდეს კოორდინაცია. კოორდინაცია იმისთვის, რომ გადავდოთ ის საკითხები მეორე პლანზე, რაც განგვასხვავებს და ვფოკუსირდეთ იმაზე, რაც არის ერთადერთი და მთავარი დღეს გამოსავალი. დღეს მთავარი გამოსავალი სიტუაციიდან არის ბრძოლა პროპორციული არჩევნებისთვის, ბრძოლა საერთაშორისო ასპარეზზე, ბრძოლა ქუჩაში, ბრძოლა ბაზრობებში, ბრძოლა ტელევიზიებში ყველგან, სადაც უთო ჩაირთვება უნდა იყოს საუბარი პროპორციულ არჩევნებზე. ყველგან, სადაც საქართველოს თემა გაისმება, უნდა იყოს გამოსავალი პროპორციული არჩევნების.

ჩვენ უნდა დავიაროთ მთელი საქართველო და ადამიანებს ავუხსნათ, რომ დღეს ცუდად ცხოვრობენ, იმიტომ, რომ ხელისუფლება არის თავგასული, თავგასულია, იმიტომ რომ მას მიტაცებული აქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა.

ჩვენ უნდა დავიაროთ და ავუხსნათ, რომ დღეს რახან ცუდად ვცხოვრობთ, იმიტომ, რომ არ არის სწორი პოლიტიკური სისტემა. დღეს უნდა ავუხსნათ ადამიანებს, რომ პოლიტიკის მძევალი არის ეკონომიკა. ეს არის ძალიან შრომატევადი საქმე“, - განაცხადა გიგი უგულავამ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს