მამუკა აჩბა - ვის ეძველბიჭება კახი კალაძე და რა ტერმინებით საუბრობს?!

კახი კალაძეს დაავიწყდა, რომ საფეხბურთო მოედანზე კი არ დგას, არამედ მმართველი პარტიის გენერალური მდივანი და დედაქალაქის არჩეული მერია. ვის ეძველბიჭება კახი კალაძე და რა ტერმინებით საუბრობს ის?! არ მგონია მისი დღევანდელი გამოხტომა საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს მოსწონებოდა, - განაცხადა „დემოკრატიული მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა მამუკა აჩბამ.

მისივე თქმით, პარტიის გენერალური მდივნის მიერ გაკეთებული განცხადება წარმოადგენს მთლიანად „ქართული ოცნების“ პარტიის სახეს, რომელსაც გათვითცნობიერებული არ აქვს მმართველობის ექვსი წლის თავზე, თუ რა განაჩენი გამოუტანა ამომრჩეველმა არჩევნების პირველ ტურზე.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რა ხდებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში, მინდა შევახსენო კახი კალაძეს და მის პარტიას, რომ სწორედ თქვენი უუნარობით და არაადეკვატურობით აცოცხლებთ დღემდე სააკაშვილის პარტიას. „ოცნებას“ როცა გაუჭირდება, მაშინ იწყებს საუბარს 9-წლიან სისხლიან რეჟიმზე, და გრიგოლ ვაშაძეს „გრიგოლათი“ მიმართავს. გაუგებარ ეიფორიაშია დღეს „ქართული ოცნება“ და მისი გენერალური მდივანი კახი კალაძე“, - აცხადებს „დემოკრატიული მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი მამუკა აჩბა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო