ნაძალადევის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება

გურამიშვილის გამზირი N74ა-ს მიმდებარედ არსებულ შესახვევში საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, პროექტის ფარგლებში, მოეწყო ბორდიური და 1 450 კვ.მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგო. ბოლო ეტაპის სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე გაეცნო.

„პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანია, როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ისე ფეიქრების ქუჩაზე სხვადასხვა დაწესებულებაში დასაქმებული ადამიანებისთვის, რომლებიც აღნიშნული გზით ყოველდღიურად სარგებლობენ. ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო გზის საფარი და წვიმიან ამინდში მოქალაქეებს გადაადგილება უჭირდათ. დღეს ტერიტორია უკვე კეთილმოწყობილია“, - განაცხადა ირაკლი ხელაძემ.

საგზაო სამუშაოებისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობამ ბიუჯეტიდან 105 000 ლარი გამოყო.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს