ირაკლი კოვზანაძე ბელარუსის პარლამენტის ვიცე-სპიკერს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი კოვზანაძე ბელარუსის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს, მარიანა სჩიოტკინას შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, კოვზანაძემ, რომელიც საქართველოს პარლამენტში ბელარუსთან მეგობრობის ჯგუფს ხელმძღვანელობს, უცხოელ კოლეგასთან ორ ქვეყანას შორის პოლიტიკურ-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრა.

შეხვედრაზე ითქვა, რომ საქართველო-ბელარუსს შორის სავაჭრო ბრუნვა ზრდის ტენდენციით ხასიათდება. უცხოელმა სტუმრებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს ბელარუს ტურისტებს შორის საქართველოს, როგორც ტურისტული დანიშნულების ადგილის პოპულარიზაციის ზრდაზე.

ირაკლი კოვზანაძემ აღნიშნა, რომ საქართველოსა და ბელარუს ხალხს შორის განსაკუთრებით თბილი ურთიერთობები ჩამოყალიბდა, რაც განპირობებულია საერთო ისტორიითა და ღირებულებებით. მან იმედი გამოთქვა, რომ ორმხრივი კეთილგანწყობა ხელს შეუწყობს საქართველოსა და ბელარუსის ბიზნესწრეებს თანამშრომლობასა და ერთობლივი პროექტების განხორციელებაში.

შეხვედრას ბელარუსის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში, მიხაილ მიატლიკოვიც ესწრებოდა. ბელარუსის პარლამენტის ვიცე-სპიკერი საქართველოს ახლადარჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციაზე დასწრების მიზნით ესტუმრა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა