ნათია მიქელაძე - ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნის ფუნქცია საბჭოს ერთ-ერთ მუდმივ წევრს დაეკისრება

მოქნილობის პრინციპის გათვალისწინებით მოხდა შეჯერება მოდელზე, რომლის მიხედვით, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნის ფუნქცია საბჭოს ერთ-ერთ მუდმივ წევრს დაეკისრება, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ნათია მიქელაძემ განუცხადა.

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე “ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის“ შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებების და მისგან გამომდინარე საკანონმდებლო ინიციატივების ინიცირება განხორციელდა, რომლის მიხედვით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით სათათბირო ორგანო - ეროვნული უსაფრთხოების საბჭო შეიქმნება. საბჭოს რვა მუდმივი წევრისგან შედგება და ესენი არიან: პრემიერ-მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი, ფინანსთა მინისტრი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, დაზვერვის სამსახურის უფროსი და საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური.

საბჭოს მდივნის ფუნქცია საბჭოს ერთ-ერთ მუდმივ წევრს დაეკისრება. “სამუშაო კომისიის ფარგლებში სხვადასხვა ქვეყნის მოდელის განხილვა მოხდა. მათ შორის განხილვის საგანი იყო სლოვენიისა და ჩეხეთის მოდელი, რომელიც ამდაგვარ მოდელს ითვალისწინებს და ეს ახალი არ არის. მოქნილობის გათვალისწინებით მოხდა შეჯერება მოდელზე, რომლის მიხედვით, უსაფრთხოების ეროვნული საბჭოს მდივნის ფუნქცია საბჭოს ერთ-ერთ მუდმივ წევრს დაეკისრება“, - განუცხადა “ინტერპრესნიუსს“ ნათია მიქელაძემ.

ამასთან, მთავრობის საპარლამენტო მდივნის განმარტებით, მას შემდეგ, რაც ახალი კონსტიტუციით ეროვნული უშიშროების საბჭო ლიკვიდირებულია, მთავრობა უსაფრთხოების პოლიტიკის მაკოორდინირენელ ორგანოდ რჩება, თუმცა მას აღსრულების ბერკეტები სჭირდება, რაც ახალი სათათბირო ორგანოს ჩამოყალიბების აუცილებლობას ქმნის.

საკანონმდებლო პაკეტი მთავრობის ადმინისტრაციაში მომზადდა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს