ირაკლი კობახიძე – სალომე ზურაბიშვილის სურვილია, რომ შეასრულოს გამაერთიანებლის როლი და ამასთან დაკავშირებით მან სწორი აქცენტები დასვა

„ძალიან მნიშვნელოვანი იყო სალომე ზურაბიშვილის პოზიცია, რომელიც კიდევ ერთხელ დაფიქსირდა ჩვენს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებთან დაკავშირებით და ძალიან მნიშვნელოვანი იყო პრეზიდენტის განცხადება იმის შესახებ, რომ მისი სურვილია შეასრულოს გამაერთიანებლის როლი“, - ასე შეაფასა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გამოსვლა ინაუგურაციის ცერემონიაზე.

„ქალბატონ სალომეს ჰქონდა ძალიან შთამბეჭდავი სიტყვა. ის შეეხო როგორც საგარეო პოლიტიკურ საკითხებს, ასევე, საშინაო პოლიტიკას. ძალიან მნიშვნელოვანი იყო მისი პოზიცია, რომელიც დაფიქსირდა კიდევ ერთხელ ჩვენს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ჩვენთვის საერთო ამოცანა არის ნატო-ში და ევროკავშირში სრული ინტეგრაცია და ქალბატონმა სალომემ ბრძანა, რომ მისი საქმიანობა, რა თქმა უნდა, დაეთმობა ამ საკითხების გადაწყვეტას და საშინაო მიმართულებით. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ქალბატონი სალომეს განცხადება იმის თაობაზე, რომ მისი სურვილია შეასრულოს გამაერთიანებლის როლი და მან ძალიან სწორი და კარგი აქცენტები დასვა ამასთან დაკავშირებით, რისთვისაც მას მინდა მადლობა გადავუხადო”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო