კახეთის რეგიონში ზამთრისა და სოფლის საძოვრების მართვის ეკონომიკური შეფასების შედეგები განიხილეს

სასტუმროში „იოტა“ კახეთის რეგიონში ზამთრისა და სოფლის საძოვრების მართვის ეკონომიკური შეფასების შედეგები განიხილეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრას მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი ესწრებოდა. მონაწილეებმა საძოვრების მართვის არსებული პრაქტიკის ეკონომიკურ სარგებელზე და გადაჭარბებული ძოვების შედეგად უნიკალური ეკოსისტემების დეგრადაციით გამოწვეულ დანაკარგებზე იმსჯელეს. შეხვედრის ფარგლებში, მონაწილეები მდგრადი, ერთიანი ძოვების სისტემის საერთაშორისო პრაქტიკის შედეგებს თურქეთის მაგალითზე გაეცნენ.

როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა აღნიშნა, მთავრობა მზადაა, გადადგას კონკრეტული ნაბიჯები, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საძოვრების მართვას.

შეხვედრის ფარგლებში, წარმოდგენილი იყო პრეზენტაციები კახეთში საძოვრების მართვის არსებული სისტემის ეკონომიკურ შეფასება. ასევე, საძოვრების მდგრადი მართვის სისტემის დასანერგად განსახორციელებელი სამ მიმართულება: ძოვების არსებული პრაქტიკის გაგრძელება და პირუტყვის რაოდენობის დარეგულირება; ინტენსიური როტაციული ძოვების დანერგვა; წლიური როტაციული ძოვების შემოღება.

შეხვედრას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროების, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, სამეცნიერო წრეებისა და მეცხვარეთა ასოციაციის 40-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა.

განხილვა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) სექტორული პროექტების „მიწის დეგრადაციის ეკონომიკა“ (ELD) და „ბიომრავალფეროვნების მდგრადი მართვა კავკასიაში“, ასევე, კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის (REC) ორგანიზებით გაიმართა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო