ნიკა მელია - გახარია არის კრიმინალი და მაფიოზური ხელისუფლების სახე

გახარია არის კრიმინალი და მაფიოზური ხელისუფლების სახე, რაც დადასტურდა არაერთხელ - ესენი არიან ლაჩრები, კოლექტიური ზაზა პაპუაშვილები, - ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, დავით კირკიტაძის დაკავების შემდეგ, მისმა თანაგუნდელმა ნიკა მელიამ განაცხადა. მისი თქმით, გურჯაანში, მათ წინააღმდეგ სუს-ის მანქანა აწარმოებდა თვალთვალს, მათი გამოააშკარავეს ისინი, რის შემდეგაც ადგილზე მივიდა პოლიცია და კირკიტაძე დააკავეს.

„ერთ-ერთ მათგანს, რომელიც ახორციელებდა ფარულ გადაღებას, გამოვართვი მობილური ტელეფონი და ბოლო ზარი, რომელიც მას ჰქონდა განხორციელებული, იყო სუსში. დაახლოებით 5 წუთში მოცვივდა მთელი კრიმინალური პოლიცია ამ რეგიონის. ეს ხელისუფლება რომ არის კრიმინალი და მაფიოზური ხელისუფლების სახე, ეს დადასტურდა არაერთხელ. ესენი არიან ლაჩრები, კოლექტიური ზაზა პაპუაშვილები. ზაზა პაპუაშვილებში ვგულისმობ ასე ლაჩრულად დაკავებას. აქედან ზუსტად 2 კილომეტრში ცხოვრობს 2 თავდამსხმელი და არანაირი პასუხი მათ არ მოეთხოვათ. 4 ადამიანს, რომელიც არის ჩვენს მიერ იდენტიფიცირებული, პასუხს არ სთხოვს გახარია. რაც უფრო ასეთ სისულელეს გააკეთებს გახარია, მით უფრო მალე დასრულდება გახარია და ეს ხელისუფლება“, - აღნიშნა მელიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა