გრიგოლ ვაშაძე - სახალხო დამცველს ჰქონდა კონკრეტული რჩევები და მოსაზრებები

საქართველოს სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიასა და „გაერთიანებული ოპოზიცია - ძალა ერთობაშიას“ საპრეზიდენტო კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს შორის შეხვედრა გაიმართა.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ გრიგოლ ვაშაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, განხილვის მთავარი საგანი იყო გუშინ, ველისციხეში განვითარებული მოვლენები. მისივე თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით სახალხო დამცველს ჰქონდა კონკრეტული რჩევები და მოსაზრებები, თუმცა, რა რჩევა მისცა ომბუდსმენმა გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერს, გრიგოლ ვაშაძეს, მან არ გაასაჯაროვა.

„მადლიერი ვარ გუშინდელი განცხადებისთვის. ვილაპარაკეთ იმ სიტუაციაზე, რაც გუშინ იყო შექმნილი და იმ სიტუაციაზე, რაც ჩვენს ქვეყანაშია. ბევრ რამეზე გვქონდა თანხვედრა, ქალბატონ ნინოს რამდენიმე მოსაზრება, რჩევა ჰქონდა, რომელიც ყურადღებით მოვისმინე. კონკრეტულად ვერ გეტყვით“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

სახალხო დამცველისა და გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის შეხვედრა გრიგოლ ვაშაძის ინიციატივით გაიმართა.

იხილეთ ვიდეო: დაპირისპირება ველისციხეში - კახეთში განვითარებულ მოვლენებზე ოპოზიცია ინფორმაციას ომბუდსმენს აწვდის

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს