გრიგოლ ვაშაძე - დავით კირკიტაძე არ არის ფარცხალაძე, ივანიშვილის გარემოცვის წევრი და ამიტომ რა თქმა უნდა, უნდა დაიჭირონ

გაერთიანება „ძალა ერთობაშიას“ ყოფილი პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე დავით კირკიტაძის დაკავებას პოლიტიკურ ანგარიშსწორებას უკავშირებს.

ვაშაძის განცხადებით, ხელისუფლება თვალს ხუჭავს სხვადასხვა დანაშაულებრივ ქმედებებზე და აკავებს იმ ადამიანებს, რომლებიც არ წარმოადგენს ბიძინა ივანიშვილის გარემოცვას. მისივე თქმით, კირკიტაძეს პროტესტი ჰქონდა იმ უსამართლობასთან, რომელიც შსს-მ განახორციელა.

„დავით კირკიტაძე არ არის ფარცხალაძე, ივანიშვილის გარემოცვის წევრი და არ არის ის ზონდერები, რომლებიც გუშინ დაგვახვედრეს. ამიტომ რა თქმა უნდა უნდა დაიჭირონ. მას ჰქონდა კანონიერი პროტესტი, რადგან დაგვახვედრეს განუსაზღვრელი რაოდენობით პოლიცია და არ მოგვცეს მშვიდობიანი აქციის ჩატარების უფლება“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა