დავით კირკიტაძე თელავის პოლიციაშია გადაყვანილი

გაერთიანებული ოპოზიციის წევრი დავით კირკიტაძე შინაგან საქმეთა სამინისტროს თელავის სამხარეო სამმართველოშია გადაყვანილი. ადგილზე იმყოფებიან „ნაციონალური მოძრაობის“ ის ლიდერები, რომლებთან ერთადაც დავით კირკიტაძე გურჯაანში იმყოფებოდა.

"კრიმინალი გახარია ყველაფერს აკეთებს, რომ ბიძინა ივანიშვილს სავარძელი დიდი ხნით შეუნარჩუნდეს. ეს არის კრიმინალური აქტი ხელისუფლების მხრიდან. გახარია და ეს მთავრობა აგონიაშია. რადგან არჩევნები წააგეს რუსთავში, დათოს ამიტომ ვერ იტანენ. ჩვენც მოვითხოვთ დააკავონ ყველა ის პირი, ვინც მონაწილეობდა გუშინდელ ინციდენტში", - განაცხადა ნიკა მელიამ.

დავით კირკიტაძე დაკავების შემდეგ თავდაპირველად შინაგან საქმეთა სამინისტროს გურჯაანის სამართველოში იმყოფებოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ვლადიმერ ბორცვაძის განცხადებით, გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერი დავით კირკიტაძე შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტმა, 16 დეკემბერს, ველისციხეში გამართულ აქციაზე, პოლიციელზე თავდასხმისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფისა და ქონების დაზიანებისთვის სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით, მოსამართლის განჩინებით დააკავა.

იხილეთ ვიდეო: დავით კირკიტაძე თელავის სამხარეო სამმართველოში მიიყვანეს - პირველი კადრები ადგილიდან

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა