ბარბარობასთან დაკავშირებით, ისნის რაიონში ღონისძიებები გაიმართა

თბილისის საკრებულოს ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის ნინო ლაცაბიძის ინიციატივით, ბარბარობასთან დაკავშირებით ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე წმიდა ბარბარეს ეკლესიის ტერიტორიაზე არსებულ სკვერში ღონისძიებები გაიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის საკრებულოდან აცნობეს, ნინო ლაცაბიძემ აღნიშნა, რომ ღონისძიება მოსახლეობის დიდი სურვილის გათვალისწინებით დაიგეგმა.

„ჩვენ უბანში წმინდა ბარბარეს სახელობის ორი უძველესი ტაძარია. სწორედ ერთ-ერთთან შევიკრიბეთ დღეს. უბანს აქვს დიდი ტრადიცია, რომლის მიხედვითაც ამ დღეს ყველანი ერთად, ტაძარში მოსვლითა და ლოცვით აღნიშნავენ. როგორც ცნობილია, წმინდა ბარბარე ბავშვების შემწეა და გადაწყდა, რომ სწორედ ამ ადგილზე ბავშვებისთვის სხვადასხვა გასართობი კუთხე და ატრაქციონები მოგვეწყო. ასევე, ღონისძიების ფარგლებში სკვერში უფასოდ გაიცემა ტკბილეული. მზადდება ლობიოც, რომელიც ბარბარობის დღისთვის ტრადიციული კერძია,“ - განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.

ღონისძიების მხარდამჭერები კომპანია „დირსი”, ახალგაზრდული ორგანიზაცია „ინიციატორი“და პარლამენტარი ივანე ზარდიაშვილი არიან.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა