მესამე მასივში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

თბილისის საკრებულოს სამგორის რაიონის, მესამე მასივის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი დოხტურიშვილმა კალოუბნის ქუჩის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის საკრებულოდან აცნობეს, საგზაო სამუშაოების გარდა, კალოუბნის 32, 34 და 36 ნომრებში წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია სრულად განხორციელდა. დეპუტატის თქმით, 2019 წლის ბიუჯეტის პროექტში საგზაო ინფრასტრუქტურისთვის თანხა განსაზღვრულია და გზების რეაბილიტაცია მომავალ წელსაც გაგრძელდება.

„უკვე ცნობილია სამგორის რაიონის ის 50-მდე მისამართი, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდება. სასიხარულოა, რომ მიმდინარე წლის ბიუჯეტთან შედარებით რაიონის ინფრასტრუქტურისთვის ბიუჯეტი მილიონ ნახევარი ლარით გაზრდილია“, - განაცხადა გიორგი დოხტურიშვილმა.

კალოუბნის ქუჩაზე ჩატარებული სამუშაოების ღირებულება 70 000 ლარს შეადგენს და მას სამგორის რაიონის გამგეობა აწარმოებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა