კამპანიის „არა ბულინგს“  ფარგლებში  გამარჯვებული ვიდეორგოლები გამოვლინდა

საქართველოს პროკურატურის ორგანიზებით მიმდინარე კამპანია „არა ბულინგს“ საჯარო სკოლის მოსწავლეების მიერ გადაღებული ვიდეორგოლების კონკურსით დასრულდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ მთავარი პროკურატურიდან აცნობეს, თემაზე „არა ბულინგს, არა იარაღს“ მომზადებული 20 ვიდეორგოლის ჩვენება მთავარ პროკურატურაში მოეწყო. მათივე ინფორმაციით, ვიდეორგოლები, საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილის გიორგი გოგაძის ხელმძღვანელობით, სპეციალურმა ჟიურიმ შეაფასა. მის შემადგენლობაში შედიოდნენ მთავარი პროკურატურის წარმომადგენლები, საქართველოში აშშ-ს საელჩოს იურიდიულ საკითხთა მრჩეველი მაიკლ გრანტი, ფსიქოლოგი ეკატერინე თავართქილაძე და არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ წარმომადგენელი ანა არგანაშვილი.

კონკურსზე საქართველოს მასშტაბით სამი გამარჯვებული ვიდეორგოლი გამოვლინდა. უწყების ცნობით, პირველი ადგილი დაბა კაზრეთის მე-2 საჯარო სკოლამ დაიკავა, მეორე ადგილზე წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ხარების საჯარო სკოლა გავიდა, მესამე ადგილზე ქ.სენაკის მე-7 საჯარო სკოლა დასახელდა. საქართველოს პროკურატურის რჩეული კი ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ თივის საჯარო სკოლა გახდა.

მათივე ინფორმაციით, კონკურსში გამარჯვებულები ვიდეოკამერით, მუსიკალური ცენტრით და ფოტოაპარატით დასაჩუქრდნენ, ხოლო კონკურსის ყველა მონაწილეს სპეციალური სიგელები და თემატური მაისურები გადაეცათ.

საქართველოს პროკურატურის ორგანიზებით და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით კამპანია „არა ბულინგს“ 10 დეკემბერს დაიწყო. კვირეულის ფარგლებში ბულინგის და ძალადობის პრევენციის მიზნით სხვადასხვა აქტივობები და ღონისძიებები საქართველოს 7 ქალაქში - ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ახალციხეში, გორში, თელავსა და რუსთავში ჩატარდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა