მამუკა ბახტაძე - საპარლამენტო დემოკრატია არის საუკეთესო მოდელი, რომ მივაღწიოთ ჩვენს მიზნებს - ქვეყანა იყოს პროგრესული და უფრო წარმატებული ვიყოთ ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის გზაზე

მიმაჩნია, რომ საპარლამენტო დემოკრატია არის საუკეთესო მოდელი, რომ მივაღწიოთ ჩვენს მიზნებს - ქვეყანა იყოს პროგრესული და უფრო წარმატებული ვიყოთ ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის გზაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ „ფეისბუქ ლაივში“ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, გუშინ იყო ისტორიული დღე - ფიცი დადო საქართველოს პირველმა ქალმა პრეზიდენტმა, რის შემდეგაც ძალაში ახალი კონსტიტუცია შევიდა.

„ჩვენ გადავდივართ ახალ კონსტიტუციაზე, რომლის მიხედვითაც საქართველო იქნება სრულფასოვანი საპარლამენტო დემოკრატია. მიმაჩნია, რომ ეს არის საუკეთესო მოდელი, რომ მივაღწიოთ ჩვენს მიზნებს - ქვეყანა იყოს პროგრესული და უფრო წარმატებული ვიყოთ ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის გზაზე. ასე, რომ გუშინ ორმაგად მნიშვნელოვანი დღე იყო“, - განაცხადა პრემიერმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს