მამუკა ბახტაძე - უპასუხისმგებლო და დესტრუქციული ძალის მიერ ჩადენილი მოქმედებები ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

უპასუხისმგებლო და დესტრუქციული ძალის მიერ ჩადენილი მოქმედებები ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს, - ასე ეხმაურება საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე „ფეისბუქ ლაივში“ ველისციხესთან გუშინ განვითარებულ მოვლენებს და გამოჩენილი პროფესიონალიზმისა და მოთმინებისთვის სამართალდამცავებს განსაკუთრებულ მადლობას უხდის. მთავრობის მეთაურმა პროფესიული მოვალეობის მაღალ დონეზე შესრულებისთვის ასევე მადლობა გადაუხადა მედიის წარმომადგენლებსაც.

„ნებისმიერი ქვეყანა იამაყებდა ასეთ პოლიციით. ასევე განსაკუთრებული მადლობა მედიის წარმომადგენლებს, რომლებმაც ხელშეშლის მიუხედავად შეძლეს გუშინდელი დღის ობიექტურად გაშუქება. „ნაციონალური მოძრაობა“ არ იშლის ტრადიციებს, განაგრძობს ძალადობას და საზოგადოებაში ისეთი განწყობის შექმნას, თითქოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში პრობლემებია. ამის ილუზია ნურავის ექნება, ვერც ერთი ძალა და ვერანაირი ასეთი ქმედება საზოგადოებრივ ცხოვრებაში დისონანსს ვერ შემოიტანს. კამერებზე დაფიქსირებული იყო ძალიან ბევრი დარღვევა. ოპოზიციის ბევრი წარმომადგენელი გასცდა კანონის ჩარჩოებს და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ძალადობაში შემჩნეული ნებისმიერი პირი, იქნებოდა ეს პოლიციელების თუ მოქალაქეების მისამართით, კანონის წინაშე მთელი სიმკაცრით აგებს პასუხს. ჩვენ ვაშენებთ სამართლებრივ სახელმწიფოს, ყველას აქვს პროტესტის მშვიდობიანად გამოხატვის უფლება, მაგრამ ის, რაც ვიხილეთ, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. კიდევ ერთხელ მადლობა პოლიციელებს მოთმინებისთვის და მაღალი პროფესიონალიზმის ჩვენებისთვის“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ბახტაძის თქმით, სამართალდამცველებმა ასეთივე მაღალი პროფესიონალიზმი აჩვენეს, როგორც წინასაარჩევნო პერიოდში, ასევე საპრეზიდენტო არჩევნების ორივე ტურში კენჭისყრის დღეს და პროცესის მშვიდობიან რეჟიმში ჩატარება უზრუნველყვეს.

იხილეთ ვიდეო: პრემიერი: "უპასუხისმგებლო და დესტრუქციული ძალის მოქმედებები ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს"

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო