შსს-ში იმ პირს დაიბარებენ, ვინც ველისციხესთან აქციის მონაწილეების ავტომანქანაში სავარაუდოდ, გაზი შეასხა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში იმ პირს დაიბარებენ, ვინც გუშინ ველისციხესთან აქციის მონაწილეების ავტომანქანაში სავარაუდოდ, გაზი შეასხა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

უწყების ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ერთ-ერთ მედიასაშუალებაში გასული ვიდეო-კადრების შესწავლა უკვე დაწყებულია. მათივე ცნობით, მიმდინარეობს ვიდეომასალაში დაფიქსირებული პირის დადგენა, რომელსაც გამოკითხვაზე დაიბარებენ.

"შინაგან საქმეთა სამინისტრომ მედია საშუალებებში გავრცელებული ვიდეო კადრების საფუძველზე გამოძიება დაიწყო. კადრებში ასახულია 16 დეკემბერს, კახეთში უცნობი პირი დაუდგენელ ნივთიერებას როგორ ასხურებს საპროტესტო კოლონის ერთ-ერთ მანქანაში. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანენას გულისხმობს. ჩატარდება ვიდეომასალაში დაფიქსირებული პირის დადგენისთვის საჭირო საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებები. საგამოძიებო ორგანოში გამოკითხვაზე დაბარებული იქნებიან დაზარალებულები და სავარაუდო დანაშაულის ჩამდენი პირი", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

გუშინ, ველისციხესთან ოპოზიციის წარმომადგენელთა ნაწილი აცხადებდა, რომ სავარაუდოდ, მათი გაზით ინტოქსიკაცია სცადეს. ოპოზიციის ერთ-ერთი წარმომადგენლის, ზურაბ მელიქიშვილის ინფორმაციით, იმ მანქანებში, სადაც აქციის მონაწილეების ნაწილი იმყოფებოდა, გაზი შეუშვეს. „მე ვერ გეტყვით, რა გაზი შემოუშვეს, ჯანმრთელობის რა დაზიანება მივიღეთ, თუმცა ვინც ვიყავით მანქანებში, გვაქვს პირის სიმშრალე“, - განაცხადა ზურაბ მელიქიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა