მამუკა ბახტაძე - დღგ-ს დაბრუნების რეფორმის შედეგად, ჩვენი საწარმოების სასარგებლოდ წლის ბოლომდე 520 მილიონ ლარს დავაბრუნებთ

დღგ-ს დაბრუნება იყო რეფორმა, რომელიც სწორედ ბიზნესის მხრიდან იქნა აღქმული, როგორც პოზიტიური ნაბიჯი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ „ფეისბუქ ლაივში“ ამ თემაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ რეფორმის შედეგად წლის ბოლომდე საწარმოებს 520 მილიონი ლარის ოდენობის დამატებითი ღირებულების გადასახადი დაუბრუნდებათ.

„დღგ-ს დაბრუნების პრობლემა ბიზნესისთვის მუდამ იყო თავის ტკივილი. დღეს გავიარე ეს ციფრები და წლის ბოლომდე 520 მილიონ ლარს დავაბრუნებთ ჩვენი საწარმოების სასარგებლოდ, რაც ნიშნავს ჩვენი კომპანიებისთვის მეტი საინვესტიციო რესურსის მიცემას. ისინი შეძლებენ მეტი სამუშაო ადგილის შექმნას, შეძლებენ, უფრო აქტიურად ჩაანაცვლონ იმპორტი, გავიდნენ ექსპორტზე და გლობალურ კონკურენციაში გავხადოთ კონკურენტუნარიანი. ეს არის ძალიან წარმატებული რეფორმა და ვფიქრობ, ციფრული გადაწყვეტილებები, რომელიც მომავალი წლიდან შემოსავლების სამსახურსა და ფინანსთა სამინისტროში დაინერგება, ამ პროცესს კიდევ უფრო აქტიურს გახდის“, - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურმა ასევე უპასუხა ახალ საბაჟო კოდექსთან დაკავშირებულ კითხვას და აღნიშნა, რომ ახალი საბაჟო კოდექსი, რომელსაც ამჟამად პარლამენტი განიხილავს, შეტანილია ბევრი ცვლილება, რომელიც მათ შორის საბაჟო მონაცემების 100%-ის გაციფრულებას მოიცავს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს