მამუკა ბახტაძე - სალომე ზურაბიშვილმა სიტყვით გამოსვლისას გააკეთა ძალიან მნიშვნელოვანი აქცენტები, რომლებიც ქართულ საზოგადოებაში არსებულ განწყობებს რეალურად ასახავდა

სალომე ზურაბიშვილმა სიტყვით გამოსვლისას გააკეთა ძალიან მნიშვნელოვანი აქცენტები, რომლებიც ქართულ საზოგადოებაში არსებულ განწყობებს რეალურად ასახავდა, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ „ფეისბუქ ლაივში“ აღნიშნულ თემაზე დასმულ კითხვას. მთავრობის მეთაურის შეფასებით, მნიშვნელოვანი იყო ერთიანობასთან დაკავშირებული გზავნილები.

„კარგი მესიჯი იყო, რომ ჩვენ გვჭირდება ერთიანობა, კონსოლიდაცია, რათა გავუმკლავდეთ ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს. ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილები მოვისმინეთ ევროკავშირის და ნატოს პრიორიტეტებთან დაკავშირებით იმაზე, თუ როგორ უყურებს ქალბატონი სალომე ახალგაზრდების ჩართულობას ჩვენს სოციალურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში და ბევრი სხვა. ძალიან მომეწონა ქალბატონი სალომეს გამოსვლა და ვფიქრობ, საზოგადოებას ასეთივე შეფასება აქვს“, - განაცხადა ბახტაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა