მამუკა ბახტაძე - სამართალდამცავებმა „ნაციონალურ მოძრაობას“ შესთავაზეს ალტერნატიული გზით სარგებლობა, თუმცა, როგორც ჩანს, მათი მიზანი მშვიდობიანი პროტესტი არ ყოფილა

საზოგადოებამაც იხილა, რომ სამართალდამცავებმა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს ალტერნატიული გზით სარგებლობა შესთავაზეს, თუმცა, როგორც ჩანს, მათი მიზანი მშვიდობიანი პროტესტი არ ყოფილა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ „ფეისბუქ ლაივში“ განაცხადა.

„ფეისბუქის“ მომხმარებლის მიერ დასმულ კითხვას, რატომ ჩაუკეტეს ოპოზიციას თელავში ჩასასვლელი გზა, პრემიერმა უპასუხა, რომ ეს არის ტყუილი და დეზინფორმაცია, რომლის გავრცელებასაც „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს.

„მათ შეეძლოთ, ესარგებლათ ალტერნატიული გზით - ყვარლის გავლით, თუმცა, როგორც ჩანს, მათ სურდათ ისეთი „დრამატურგიის“ შექმნა და ატმოსფეროს შემოტანა, რომ საზოგადოებრივ ცხოვრებაში დისონანსი გაეჩინათ. სამართალდამცავებმა მათ შესთავაზეს ალტერნატიული გზით სარგებლობა, თუმცა აღმოჩნდა, რომ მათ სხვა მიზნები ჰქონდათ და ვფიქრობ, საზოგადოებამ ეს ძალიან ნათლად დაინახა“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა