იურიდიულ საკითხთა კომიტეტში დონორი ორგანიზაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დონორი ორგანიზაციის წარმომადგენელთან, კომიტეტის 2019–2020 წლის სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით, სამუშაო შეხვედრა გამართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, შეხვედრა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ გახსნა.

„ჩვენი კომიტეტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს კარგი პრაქტიკა - სამოქმედო გეგმის დამტკიცებამდე წინსწრებად განვიხილოთ გარკვეული მიმართულებები, სიახლეები და ინიციატივები გრძელდება და ამჯერად, წარმოგიდგენთ 2019–2020 წლის სამოქმედო გეგმას. დღევანდელი შეხვედრის მიზანია გაჩვენოთ როგორია ჩვენი კონცეპტუალური ხედვა მომდევნო ორი წლის განმავლობაში, როგორი უნდა იყოს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის საქმიანობა, განსაკუთრებით ახალი რეგლამენტის ამოქმედების ფონზე, რომელიც ბუნებრივად იწვევს განსხვავებულ პროცედურებს და განსხვავებულ მიდგომებს საპარლამენტო საქმიანობაში“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დონორი ორგანიზაციების წარმომადგენელებს გააცნო კომიტეტის 2019–2020 წლის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული აქტივობები საკანონმდებლო და საზედამხედველო საქმიანობის კუთხით, ასევე კომიტეტის ანგარიშვალდებულებისა და კომიტეტის ორგანიზაციული საქმიანობის გაუმჯობესების მიმართულებით.

პრეზენტაციის შემდეგ, დონორი ორგანიზაციების წარმომადგენელებმა სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით მოსაზრებები გამოთქვეს და სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით კომიტეტთან თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო