პეტრო პოროშენკო - რუსეთმა უკრაინის საზღვართან 300-ზე მეტი ტანკი განათავსა

უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს განცხადებით, რუსეთის ფედერაციამ უკრაინაში სამხედრო მდგომარეობის გამოცხადების წინ, რუსეთ-უკრაინის საზღვრიდან 18 კილომეტრის დაშორებით მდებარე სამხედრო ბაზაზე 300 ერთეულზე მეტი ტანკი განალაგა. ამის შესახებ სააგენტო „უნიანი“ იუწყება.

დნეპრში პროფესორ-მასწავლებლებთან და სტუდენტებთან შეხვედრისას პოროშენკომ განაცხადა, რომ ეს ყველაფერი მან თანამგზავრიდან გადაღებულ მასალებზე ნახა. მისივე თქმით, ამავე ბაზებზე მიიყვანეს სამხედროები და საბრძოლო მასალები.

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთმა ასევე ქერჩის სრუტის გადასაკეტად, სანაპირო ბატარეები და სარაკეტო კომპლექსები განათავსა, ჯარები განალაგა უკრაინის საზღვრის გასწვრივ და ძალები აზოვის ზღვის ოკუპაციისთვის.

უკრაინის პრეზიდენტმა 26 ნოემბერს, 30 დღით, ქვეყნის 10 რეგიონში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს