რუსთაველის თეატრის შენობაში ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების მეოთხე ოფიციალური ცერემონია მიმდინარეობს

რუსთაველის თეატრის შენობაში Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების მეოთხე ოფიციალური ცერემონია მიმდინარეობს.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას პროექტის Welcome to Georgia!-ს დამფუძნებელმა მარინა ჩაიკამ განაცხადა, დღეს 20 სხვადასხვა ნომინაციის გამარჯვებულებს დააჯილდოებენ. "ნომინაციებში მონაწილეობენ ისეთი ტურისტული ობიექტები, როგორიც არის ოტელები, რესტორნები, კვების ობიექტები და სხვა. პროექტის შექმნის მიზანია ამ ობიექტების მოტივირება, რათა ისინი უფრო განვითარდნენ და ქვეყანა უფრო და უფრო მიმზიდველი იყოს ტურისტებისთვის. ჩვენ გვყავს სპეციალური ჟიური, რომელიც ამ მიზნით მთელი წლის განმავლობაში მუშაობს და მათ საქმიანობას აფასებს", - განაცხადა ჩაიკამ.

ღონისძიების ორგანიზატორთა განცხადებით, გამარჯვებულები ტურიზმის და მასპინძლობის დარგის 350-ზე მეტი წარმომადგენლისგან დასახელებიან. თითოეული ნომინანტი საერთაშორისოდ აღიარებული მეთოდოლოგიის მიხედვით დამოუკიდებელმა ჟიურიმ შეაფასა, რომელიც საერთაშორისო და ადგილობრივი ტურიზმისა და მასპინძლიბის სფეროს პროფესიონალებისგან შედგებოდა.

პროექტის გამჭვირვალობისა და მიუკერძოებლობის გარანტად უკვე მეოთხე წელია ჟიურის შეფასებას ინდივიდუალურად ყველა ნომინანტისთვის ითვლის და აჯამებს პროექტის დამოუკიდებელი აუდიტორი „ბიდიო საქართველო“ და ავლენს ფინალისტებს და გამარჯვებულებს თითოეულ ნომინაციაში.

ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების მთავარი მიზანია, ხელი შუწყოს საქართველოში ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროს განვითარებას და ქვეყნის ცნობადობის ამაღლებას საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე.

როგორც ჟურნალისტებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ განუცხადა, ცერემონია მათი ადმინისტრაციის თანაორგანიზებითი უკვე მეოთხე წელია ტარდება. "ადმინისტრაცია ამ ღონისძიების მუდმივი მხარდამჭერია. ეს ღონისძიება საშუალებას გვაძლევს მადლობა ვუთხრათ კერძო სექტორის იმ წარმომადგენლებს, რომელთაც ტურიზმის განვითარებაში უდიდესი წვლილი შეაქვთ", - განაცხადა ჩოგოვაძემ.

ღონისძიების ოფიციალური მხარდამჭერები არიან: თბილისის მერია და საპარტნიორო ფონდი. ასევე, პროექტის თანაორგანიზატორია - საქართველოს ბანკი. დაჯილდოების დამოუკიდებელი აუდიტორი-ბიდიო საქართველო!

დაჯილდოების ცერემონიას 800-მდე სტუმარი ესწრება: პროექტის ნომინანტები და პარტნიორები, სახელმწიფოს და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები, საერთაშორისო და ადგილორივი მედია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო