პირი, რომელიც დაწყებითი საბრძოლო მომზადების კურსს გადიოდა, პოლკოვნიკს ცემაში ადანაშაულებს

პირი, რომელიც დაწყებითი საბრძოლო მომზადების კურსს „ალგეთის“ ბაზაზე გადიოდა, პოლკოვნიკს ცემაში ადანაშაულებს. რეკრუტი დავით ბერიშვილი ამბობს, რომ შელაპარაკება მასსა და მეორე რეკრუტს შორის შენიშვნის მიცემის შემდეგ დაიწყო.

ჯარისკაცს, სავარაუდოდ, ტვინის შერყევა აქვს და ის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურმა კლინიკაში გადაიყვანა. „ვეუბნებოდი, ნუ ხმაურობთ, გაჩერდით-თქო, თქვენს გამო დაგვსჯიან სეჟანტები, ნუ ყვირიხართ, წყნარად-მეთქი. შენ მე რა უნდა მიმითითოო. ეგრევე მოვითხოვე სერჟანტი და ვკითხე, რა გვარი ხარ-თქო. მითხრა სულუხიაო. სერჟანტმა ორ კაცს დაგვიძახა, მე და სულუხიას და შეგვიყვანა პოლკოვნიკ ბიბინიძესთან. ჯერ იმას დააწყებინა საუბარი, მერე გარეთ გაუშვა და ეგრევე წიხლებით შემდგა. დივანზე დავვარდი და წიხლებით შემდგა. ახსნა-განმარტება დამაწერინეს, რომ რეკრუტთან მოგვივიდა შელაპარაკება, ჭკუა რატომ დაარიგე, შენ ვინ გეკითხებაო“, - ამბობს ბერიშვილი „რუსთავი 2“-თან საუბრისას.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ცნობით, დაშავებულმა დავით ბერიშვილმა ტელევიზიას საღამოს საათებში თავად მიაკითხა, რის შემდეგაც მისთვის სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახეს. ასევე გამოძახებულია სამხედრო პოლიციაც.

იხილეთ ვიდეო: "დივანზე დავვარდი და შემდგა წიხლებით" - ჯარისკაცი მეთაურს სასტიკ ცემაში ადანაშაულებს

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა