გიგი უგულავა - ქვეყანა ჩრდილოეთ კორეისკენ მიემართება

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა დავით კირკიტაძის დაკავებას პოლიტიკური რეპრესიების დაწყებად მიიჩნევს. როგორც „ინტერპრესნიუს“ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ თელავში, სამხარეო პოლიციის შენობასთან განუცხადა, ის განცხადებები, რომელიც ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან კეთდება, მიუთითებს, რომ ქვეყანა ჩრდილოეთ კორეისკენ მიემართება.

„ძალიან ვწუხვარ, რომ პოლიციელები დაზიანდნენ, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ის სიტყვის თავისუფლება უნდა დავიცვათ პირველ რიგში, რომლის გამოხატვის ფორმაც შეიძლება არ მოგვწონდეს. სხვა შემთხვევაში გავხდებით ჩრდილოეთ კორეა, რისი სიმპტომიც იყო გახარიას მიერ ღარიბაშვილის სტილში გაკეთებული განცხადება. სრულიად სასაცილოა ის განცხადებები, რასაც თბილისის მერი აკეთებს დღეს, იმის მაგივრად, რომ გონს მოეგოს და დიალოგისკენ წაიყვანოს პროცესები. ეს არის პოლიტიკური რეპრესიების ახალი დაწყება“, - განაცხადა გიგი უგულავამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო