მამუკა ბახტაძე - ვერასოდეს შევეგუებით, რომ ჩვენს პოლიციელებს, ჩვენს მოქალაქეებს აყენებდნენ შეურაცხყოფას და მათზე ძალადობდნენ

ჩვენ ერთის მხრივ დავიცავთ ნებისმიერი მოქალაქის თუ მოქალაქეთა ჯგუფის უფლებას, რომ ჰქონდეთ მშვიდობიანი პროტესტი, მათ შორის ნებისმიერი გადაწყვეტილების მიმართ, მაგრამ ამავე დროს, ვერასოდეს შევეგუებით, რომ ჩვენს პოლიციელებს, ჩვენს მოქალაქეებს აყენებდნენ შეურაცხყოფას და მათზე ძალადობდნენ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ „ფეისბუქ ლაივში“ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაანონსებულ აქციებთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ძალადობრივი ქმედებების ჩამდენი ყველა პირი კანონის მთელი სიმკაცრით აგებს პასუხს. „ჩვენ საქმე გვაქვს სრულიად უპასუხისმგებლო ძალასთან “ნაციონალური მოძრაობის” სახით. სამწუხაროდ, სააკაშვილი ისე შეპყრობილია ხელისუფლების ხიბლით, სხვა არანაირი ფასეულობა არ გააჩნია და ყველაფერზე, მათ შორის სახელმწიფო ინტერესებზე მაღლა აყენებს პირად ინტერესს. ის თავიდან ბოლომდე შეპყრობილია იდეით, რომ იყოს ხელისუფლებაში. საქართველო არის შემდგარი დემოკრატია. ნურავის ექნება ილუზია, რომ საზოგადოებრივ ცხოვრებაში დისონანსს შემოიტანს. ჩვენი ინსტიტუტები საკმარისად ძლიერია იმისთვის, რომ ასეთ პრობლემებს გავუმკლავდეთ და გარწმუნებთ, გავუმკლავდებით ძალიან ეფექტურად. ჩვენ ერთის მხრივ დავიცავთ ნებისმიერი მოქალაქის თუ მოქალაქეთა ჯგუფის უფლებას, რომ ჰქონდეთ მშვიდობიანი პროტესტი, მათ შორის ნებისმიერი გადაწყვეტილების მიმართ, მაგრამ ამავე დროს, ვერასოდეს შევეგუებით, რომ ჩვენს პოლიციელებს, ჩვენს მოქალაქეებს აყენებდნენ შეურაცხყოფას და მათზე ძალადობდნენ. ეს არ მოხდება და ასეთ შემთხვევაში ყველა კანონის მთელი სიმკაცრით აგებს პასუხს. სწორედ ეს არის ის, რა ატმოსფეროს შექმნასაც ცდილობს „ნაციონალური მოძრაობა“ და მიხეილ სააკაშვილი, რომ იქნება საზოგადოებრივი მღელვარება და დისონანსი. ასეთი რამ არ იქნება. ჩვენ გვაქვს ბევრი გამოწვევა, რომელიც ერთობლივი ძალით უნდა გადავლახოთ და გვჭირდება კონსოლიდაცია. ამას აუცილებლად მივაღწევთ“,- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს