დავით კირკიტაძემ თელავის პოლიციის იზოლატორის გისოსებიდან მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა

დათო გამაგრდი, შენს გვერდით ვართ, - ასე მიმართეს აქციის მონაწილეებმა კახეთის სამხარეო პოლიციაში დაკავებულ დავით კირკიტაძეს, რომელმაც თავის მხრივ დაკავების იზოლატორიდან მათ მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

ადგილზე იმყოფებიან გაერთიანება „ძალა ერთობაშია“-ში შემავალი პოლიტიკური პარტიების ლიდერები და მათი მხარდამჭერები, რომლებიც აცხადებენ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს დავით კირკიტაძის დაკავების რეალური საფუძველი არ ჰქონდა და რომ გუშინ თავად შსს არღვევდა კანონს.

აქციაზე შეკრებილ მოქალაქეებს სიტყვით მიმართა ნიკა მელიამაც, რომელმაც აღნიშნა, რომ „ბრძოლა იქნება ბოლომდე და დათო კირკიტაძე უახლოეს დღეებში გამოვა გარეთ“.

იხილეთ ვიდეო: გია ვოლსკი - ის, რომ პრეზიდენტი იმალება, არის „ნაციონალური მოძრაობის“ პროპაგანდის ნაწილი

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს