გრიგოლ ვაშაძე დავით კირკიტაძის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვს

„გაერთიანებული ოპოზიციის“ პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს, დაკავებული დავით კირკიტაძე გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლონ.

გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ დავით კირკიტაძე გათავისუფლდება, ის ითანამშრომლებს გამოძიებასთან და რამდენი ჩვენებაც იქნება საჭირო, იმდენ ჩვენებას მისცემს სასამართლოს მეშვეობით.

„დავით კირკიტაძე თქვენი მხარდამჭერი არ არის. თუ მან შიმშილობა დაიწყო, ის იშიმშილებს ბოლომდე. ამიტომ კანონის და მორალის ფარგლებში გეუბნებით, გაათავისუფლეთ ეს ადამიანი გირაოს სანაცვლოდ, გინდ სხვა რაღაც მოუფიქრეთ. გაანებეთ თავი ჩვენს მხარდამჭერებს და თუ სამართალს რამე შეკითხვები აქვს, რამდენჯერაც საჭიროც იქნება, იმდენჯერ მივა სასამართლოში. ბიძინა ივანიშვილის ბუღალტერი, რომელმაც ფული იშოვა რუსეთში მას შემდეგ, რაც რუსეთმა სამხედრო თავდასხმა გამოიყენა საქართველოს წინააღმდეგ, ცდილობს საზოგადოებაში შემოიტანოს განხეთქილება. მათ არანაირი კონკრეტული გეგმა არ აქვთ, თუ როგორ შეიძლება გადაარჩინონ სახელმწიფო“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ვლადიმერ ბორცვაძის განცხადებით, გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერი დავით კირკიტაძე შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტმა, 16 დეკემბერს, ველისციხეში გამართულ აქციაზე, პოლიციელზე თავდასხმისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფისა და ქონების დაზიანებისთვის სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით, მოსამართლის განჩინებით დააკავა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა