პროექტის „კლასიკური მუსიკის კონცერტები ალტერნატიულ სივრცეში“ ფარგლებში 4 კონცერტი გაიმართება

18-24 დეკემბერს, პროექტის - „კლასიკური მუსიკის კონცერტები ალტერნატიულ სივრცეში“ ფარგლებში, სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში ოთხი კონცერტია დაგეგმილი.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს, პროექტი კლასიკური მუსიკის ცენტრის ორგანიზებითა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მხარდაჭერით, ასევე, საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან პატნიორობით ხორციელდება.

მათივე ინფორმაციით, 18 დეკემბერს, კონცერტების ციკლს თბილისის გოგონათა გუნდის (ხელმძღვანელი ომარ ბურდული) მონაწილეობით ცნობილი სოპრანო ამერიკის შეერთებული შტატებიდან -ტიფანი აბანი გახსნის. შესრულდება ე.წ. საშობაო მუსიკალური პროგრამა.

20 დეკემბერს ტრიო „გაონი“ მიუნჰენიდან ქართველ მსმენელს კამერული მუსიკის კონცერტს შესთავაზებს. 22 დეკემბერს კი, გაიმართება საფორტეპიანო მუსიკის კონცერტი ამერიკელი პიანისტის ენდრიუ ტაისონის მონაწილეობით - პიანისტი არაერთი საერთაშორისო მუსიკალური ჯილდოს მფლობელი და კონკურსის ლაურეატი, მათ შორის, 2015 წელს, გეზა ანდას სახელობის (შვეიცარია) პიანისტთა საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულია.

პროექტი საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავს ეძღვნება, სწორედ ამიტომ, ციკლის ბოლო, მეოთხე კონცერტი 24 დეკემბერს საბჭოთა ოკუპაციის დარბაზში ჩატარდება.

კონცერტში მონაწილეობენ ახალგაზრდა ქართველი მევიოლინე, ვენიავსკის სახელობის (ვარშავა) მევიოლინეთა საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული ვერიკო ჭუმბურიძე და თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი „საქართველოს სინფონიეტა“.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა