დავით ზალკალიანი - სალომე ზურაბიშვილი აქტიური დღის წესრიგის გამო, ელჩების კონფერენციას ვერ დაესწრება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ელჩების კონფერენციას არ დაესწრება. როგორც ჟურნალისტებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განუცხადა, სალომე ზურაბიშვილს საკმაოდ დატვირთული დღის წესრიგი აქვს, რაც გასათვალისწინებელია.

"გასათვალისწინებელია, რომ ინაუგურაცია ფაქტობრივად, ამბასადორიალს, ელჩების კონფერენციას დაემთხვა. ქალბატონ პრეზიდენტს საკმაოდ დატვირთული დღის წესრიგი აქვს. აქტიურად მუშაობს თავის აპარატის ფორმირებაზე. ამას ვითვალისწინებთ. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ არანაირი პრობლემა არ იქნება მომავალში ქართველ დიპლომატებთან შეხვედრის და მათთან პრიორიტეტული

მიმართულებების განხილვის, რომელიც მან თავის გამოსვლაში ინაუგურაციაზე ასე კარგად და მკაფიოდ ჩამოაყალიბა. ჩვენ საერთო გეგმა გვაქვს და ბუნებრივია, ამ საერთო მიზნების მისაღწევად ჩვენ მომავალში ერთობლივად ვიმუშავებთ. გუშინ დაანონსდა ზურაბიშვილის მოსვლა. რა თქმა უნდა, გუშინ კომუნიკაცია გვქონდა, მაგრამ ჩვენ ვითვალისწინებთ იმას, რომ ძალიან აქტიური დღის წესრიგი აქვს",- განაცხადა ზალკალიანმა.

იხილეთ ვიდეო: სალომე ზურაბიშვილი ელჩების კონფერენციას ვერ დაესწრება

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა