გია ვოლსკი - ის, რომ  პრეზიდენტი იმალება, არის „ნაციონალური მოძრაობის“ პროპაგანდის ნაწილი

პრეზიდენტი ელჩების კონფერენციაზე მოვა თუ არა ეს მეორე საკითხია, მაგრამ რეალური ფაქტი ის არის, რომ პრეზიდენტი თავისი მოვალეობის შესრულებას შეუდგა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკი გამოეხმაურა ელჩების კონფერენციას, რომელსაც არსებული ინფორმაციით, პრეზიდენტი უნდა დასწრებოდა, თუმცა ის კონფერენციაზე არ მივიდა.

"არის გარკვეული მედიასაშუალებები, რომლებიც აპელირებენ იმაზე, რომ პრეზიდენტი იმალება და პრეზიდენტი არ მოდის. ეს არის იმ პროპაგანდის ნაწილი, რომელსაც "ნაციონალური მოძრაობა" თავის ტელევიზიასთან ერთად მისდევს, მაგრამ ეს ასე არ არის. პრეზიდენტი უახლოეს მომავალში შეუდგება მუშაობას, მოვა თუ არ მოვა, ეს მეორე საკითხია, მაგრამ რეალურია, რომ პრეზიდენტი თავისი მოვალეობების შესრულებას შეუდგა და მე ვფიქრობ, წარმატებული იქნება", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს