სახელმწიფო დეპარტამენტი - აშშ მხარს უჭერს უკრაინაში ახალი საეკლესიო სტრუქტურის შექმნას

აშშ მხარს უჭერს უკრაინაში ახალი საეკლესიო სტრუქტურის შექმნას, - ნათქვამია აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის, რობერტ პალადინოს განცხადებაში.

„ამ ეკლესიის შექმნა ისტორიული მოვლენა იყო უკრაინისთვის. აშშ მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინას და მიიჩნევს, რომ აღმსარებლობის თავისუფლებას გარედან რაიმე შეფერხებები არ უნდა შეექმნას. აღმსარებლობის თავისუფლება ყველა უკრაინელზე ვრცელდება“, - განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას კიევში, გამაერთიანებელ კრებაზე უკრაინის ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესია დაარსდა და მისი წესდება მიიღეს. ახალ ეკლესიას მიტროპოლიტი ეპიფანე უხელმძღვანელებს. უკრაინის ეკლესიის წმინდა სინოდს 12 წევრი ეყოლება.

გამაერთიანებელ კრებას ქვეყნის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო და მთავარეპისკოპოსი ფილარეტი ესწრებოდნენ. კრება პეტრო პოროშენკოსა და მსოფლიო პატრიარქის, ბართლომეოსის ინიციატივით გაიმართა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო