ბრიტანელი ჟურნალისტი ენდრიუ ჯეფორდი – საქართველოში მაღალი ხარისხის ღვინოები იწარმოება

ასოციაცია „ქართული ღვინოს“ ორგანიზებითა და ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, თბილისში საფერავის პირველი საერთაშორისო კონკურსი გაიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ღვინის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, კონკურსზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა ქვეყნის 87 როგორც დიდი მწარმოებლის, ასევე მცირე და საშუალო საოჯახო მარნის 200-მდე ღვინის ნიმუში.

კონკურსში მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივმა და უცხოელმა მწარმოებლებმა, რომელთაც შესაძლებლობა ჰქონდათ წარედგინათ საფერავის ყურძნის ჯიშისგან ნებისმიერი ტექნოლოგიით წარმოებული ღვინო. 12-კაციანი ჟიური ქართველი და უცხოელი ექსპერტებისგან შედგებოდა.

ჟიურის თავმჯდომარის, ცნობილი ბრიტანელი ჟურნალისტისა და ღვინის მწერლის, ენდრიუ ჯეფორდის შეფასებით, საქართველოში წარმოებული ღვინოები მაღალი ხარისხისაა.

„ჩვენი აქ ყოფნის უმთავრესი მიზეზი საქართველოში წარმოებული ღვინოების მაღალი ხარისხია. ჩვენ შესაძლებლობა გვქონდა დაგვეგემოვნებინა საფერავის ჯიშის ყურძნისგან დამზადებული ღვინოები. საფერავი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო წითელი ვაზის ჯიშია. კონკურსზე წარმოდგენილი ღვინოები საოცრად შთამბეჭდავი იყო, ისინი ყოველთვის იწვევს გაოცებას და მოულოდნელი სასიამოვნო შთაბეჭდილებით გამოირჩევა. საფერავს ახასიათებს ისეთი უნიკალური თვისებები, რაც სხვა ღვინოებს არ გააჩნია. აქ ყოფნა და საფერავის დაგემოვნება ნამდვილად პრივილეგიაა,” - აღნიშნა ენდრიუ ჯეფორდმა

მისივე თქმით, გარდა საფერავისა, საქართველოში სხვა არაჩვეულებრივი ღვინოებიცაა, რომლებსაც წინა ვიზიტის დროს გაეცნო.

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის, კონკურსის ჟიურის წევრის, ლევან მეხუზლას შეფასებით, საფერავის პირველი საერთაშორისო კონკურსი წარმატებით ჩატარდა.

„მნიშვნელოვანია, რომ კონკურსი იყო საერთაშორისო, სადაც ქართულ საფერავთან ერთად წარმოდგენილი იყო სხვა ქვეყნებში წარმოებული საფერავიც. ძირძველი ქართული ვაზის ჯიში საფერავი, ვაზის წითელი ჯიშების მსოფლიო ასორტიმენტის ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელია. საფერავი, საქართველოს ვაზის ერთ-ერთი უმთავრესი ჯიშია, რომელიც ნელ-ნელა დგება ისეთი ჯიშების გვერდით, როგორიცაა კაბერნე, მერლო და ა.შ.” - აღნიშნა ლევან მეხუზლამ.

კონკურსში გამარჯვებული ღვინოების ჩამონათვალი ახლო მომავალში გახდება ცნობილი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა