დავით კირკიტაძეს ბრალს, სავარაუდოდ, დღეს წარუდგენენ

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, დავით კირკიტაძეს თელავის პოლიციის იზოლატორში დღეს მისი ადვოკატი, გიორგი კონდახაშვილი მოინახულებს. როგორც მან „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში განაცხადა, კირკიტაძეს ბრალს, სავარაუდოდ, დღეს, საღამოს საათებში წარუდგენენ.

„ბრალს ალბათ, საღამოს საათებში წარუდგენენ. ველოდებით პროკურატურიდან ზარს. ბრალდების შინაარსი ჩვენთვის ცნობილი არ არის, თუმცა, დაკავების კვალიფიკაციაში თავს დამნაშავედ არ სცნობს.

მას აქვს ახსნა, რომ ეს არის პოლიტიკური დევნა მის წინააღმდეგ და არავითარი თავდასხმა მისი მხრიდან პოლიციის თანამშრომელზე არ ყოფილა. კონკრეტულად, ბრალდების შინაარს როცა გავეცნობით, დეტალურ ინფორმაციას მოგაწვდით“, - განაცხადა კონდახაშვილმა.

დავით კირკიტაძე შსს-მ ველისციხეში გამართულ აქციაზე პოლიციელზე თავდასხმისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფისა და ქონების დაზიანებისთვის სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით, მოსამართლის განჩინებით გუშინ დააკავა.

იხილეთ ვიდეო: დავით კირკიტაძეს ბრალს, სავარაუდოდ, დღეს წარუდგენენ

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო