საგამოძიებო სამსახურმა ქრთამის აღების ფაქტზე მცხეთის მერის წარმომადგენელი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ქრთამის აღების ფაქტზე მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი დააკავეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგამოძიებო სამსახურიდან აცნობეს, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის აუქციონის წესით გასხვისებასთან დაკავშირებულ პროცედურებში ხელშეწყობისათვის, მოქალაქეს მოსთხოვა 2 000 აშშ დოლარი, საიდანაც წინასწარ 1 000 აშშ დოლარი აიღო.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.

იხილეთ ვიდეო: ქრთამის აღების ფაქტზე მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი დააკავეს

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა